მასიმილიანო ალეგრი: არაერთხელ ვაპირებდი "იუვენტუსის" დატოვებას

AutoSharing Option
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსის" მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის მოხსნას უპირებენ და "ჩელსის" ჩასაბარებლად მზადაა. დღეს მან პრეს-კონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"სეზონის რაც შეიძლება უკეთ დასრულება გვმართებს. არაერთხელ ვფიქრობდი გუნდის დატოვებას, რადგან ბევრი ტიტული მოვიგეთ, სანატრელი ჩემპიონთა ლიგა კი - ვერა.

მე კლუბთან კონტრაქტი მაქვს და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ".

შეგახსენებთ, ალეგრის ხელმძღვანელობით ბიანკონერი ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორივეჯერ დამარცხდა: 2015 წელს "ბარსელონასთან" (1:3) და 2017 წელს "რეალთან" (1:4).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული