რატომ ჩამოართვა ლუჩანო სპალეტიმ გამეტებით ხელი ვალტერ მაცარის?

AutoSharing Option
ლუჩანო სპალეტისა და ვალტერ მაცარის მატჩის შემდეგი ხელის ჩამორთმევა იტალიური მედიის მთავარი განსახილველი თემაა.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი "ინტერის" მწვრთნელმა გააკეთა.

"მაცარის ხელი ასე გამეტებით იმიტომ ჩამოვართვი, რომ ის მუდმივად შეშინებული და დაძაბულია, მიუხედავად იმისა, იგებს თუ აგებს მისი გუნდი.

მას თამაშის მოგება მივულოცე. მან შეშინებულმა გამომიწოდა ხელი და ვუთხარი, რომ თუ ხელს მართმევდა, ეს ნორმალურად გაეკეთებინა.

მან თამაში მოიგო და წესით, არაფრის არ უნდა ეშინოდეს", - აღნიშნა სპალეტიმ.

ჟურნალისტებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვალტერ მაცარისაც სთხოვეს.

"არ მესმის, თუ
რატომ გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი ხელის ჩამორთმევამ. როდესაც შენ თამაშს იგებ, მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელს უბრალოდ ხელს ართმევ და მეც ზუსტად ეს გავაკეთე.

მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს "ინტერიდან" გამათავისუფლეს, ამ გუნდზე გაბრაზებული სულაც არ ვარ", - განაცხადა მაცარიმ.

შეგახსენებთ, რომ "ტორინომ" მილანის "ინტერი" 1:0 დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული