"ინტერმა" "კალიარი" გაანადგურა, იკარდიმ იბრაჰიმოვიჩის მიღწევა გაიმეორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 33-ე ტურში "ინტერმა" "სან სიროზე" "კალიარი" 4:0 დაამარცხა.

გოლები ჟოაო კანცელომ, მაურო იკარდიმ, მარცელო ბროზოვიჩმა და ივან პერიშიჩმა გაიტანეს.

იკარდიმ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 25-ე გოლი გაიტანა და თავისი პირადი რეკორდი დაამყარა. ამდენი გოლი ნერიაძურიში ქვეყნის პირველობაზე 2008/2009 წლების სეზონის შემდეგ არავის არ გაუტანია - მაშინ თავი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გამოიჩინა.

"ინტერი" 63 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ტურის დანარჩენი შეხვედრები დღეს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული