ჯოვანი სიმეონემ ჰეთ-თრიკით "ნაპოლის" სკუდეტოს მოგების იმედი გადაუწურა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს 35-ე ტურში "ფიორენტინამ" ფლორენციაში "ნაპოლი" გაანადგურა (3:0).

ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი "ვიოლას" 22 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ შეასრულა. მან იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 13 გოლი გაიტანა. წინა სეზონში ჯოვანიმ "ჯენოას" შემადგენლობაში 12-ჯერ დაამწუხრა მეტოქეთა გოლკიპერები.

ამ შეხვედრის მე-8 წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა სტუმართა გუნდის მცველი კალიდუ კულიბალი.

"იუვენტუსი" "ნაპოლის" 4 ქულით გაექცა და ფაქტიურად გაინაღდა ოქროს მედლები.

5 მაისს "იუვე" "ბოლონიას" მასპინძლობს, ხოლო "ნაპოლი" 6 მაისს "ტორინოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული