კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
დროებით უმუშევარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სკუადრა აძურას ჩაბარებაზე უარი თქვა.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ანჩელოტი რამოდენიმე დღე აწარმოებდა მოლაპარაკებას იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან, პირობაც წაუყენა, ასისტენტებად ანდრეა პირლოსა და თავისი შვილის, დავიდეს დანიშვნა მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ უარი განუცხადა.

როგორც იუწყებიან, კარლოს "არსენალის" მენეჯერად დანიშვნის იმედი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული