La gazzetta dello sport: გადაწყდა, იტალიის ნაკრებს რობერტო მანჩინი ჩაიბარებს

AutoSharing Option
დღეს დილით La gazzetta dello sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის ნაკრებს რობერტო მანჩინი ჩაიბარებს.

გამოცდილ სპეციალისტსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის გუშინ შეხვედრა შედგა, სადაც საბოლოო დეტალებზე მოილაპარაკეს.

"ზენიტის" ამჟამინდელი დამრიგებელი "სკუადრა აძურაში" წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მისი დებიუტი კი 28 მაისს საუდის არაბეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგება.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული