სარიმ შეიძლება "ნაპოლი" დე ლაურენტისის წუწურაქობის გამო დატოვოს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, მწვრთნელი მაურიციო სარი "ნაპოლიდან" აიბარგება.

"გაზეტა დელო სპორტი" იუწყება, რომ მაურისიო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმა იმ შემთხვევაში იყო, თუ წლიურ ანაზღაურებას 4 მილიონამდე გაუზრდიდნენ, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი 3.5 მილიონი შესთავაზა.

სარი არცთუ უსაფუძვლოდ თვლის, რომ გუნდი სულ სხვა სიმაღლეზე გაიყვანა და დე ლაურენტისისგან მეტ პატივისცემას იმსახურებს.

ამას გარდა, დე ლაურენტისმა მას საჭირო ფეხბურთელების შეძენაზე უარი უთხრა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარი "ჩელსის" ჩაიბარებს, "არისტოკრატების" მენეჯერი ანტონიო კონტე კი კამპანიური გუნდის თავკაცი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული