ანდრეა პირლო: იმ დღის შემდეგ კოშმარები მესიზმრებოდა და კარიერის დასრულებას ვფიქრობდი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ იტალიურ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...

"ჩემი კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუება სტამბულში "ლივერპულთან" მარცხია. სიმართლე გითხრათ, კოშმარები მესიზმრებოდა და კარიერის დასრულებასაც ვფიქრობდი.

ჩემი კარიერა "ინტერში"? ამ გუნდთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ბავშვობიდან მათი ფანი ვიყავი და 7 წლის ასაკში "ნერაძურის" შევუერთდი.

პირველი სეზონი შესანიშნავი გამოვიდა, შემდეგ კი გამანათხოვრეს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო.

"მილანი"? - ეს ადრიანო გალიანის ბრწყინვალე ინტუიციის შედეგი იყო. აგენტმა დამირეკა და მითხრა, იმედი მაქვს, ამ წინადადებას დათანხმდებიო.

"როსონერიში" შესანიშნავი
10 წელი გავატარე. შემიძლია ვთქვა და არ მოვიტყუები, რომ ეს საუკეთესოც კი იყო.

"ოქროს ბურთი"? ძალიან ბევრი ჩემპიონი არსებობს, რომელსაც ეს ჯილდო არ მოუგია, მაგრამ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

უფრო დიდი მიღწევა ეროვნულ ნაკრებში ნაჩვენები შედეგებია, რითაც მე ძალიან ვამაყობ.

კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა? ის ჩემი მეორე მამაა. კარლო ის ადამიანია, რომელმაც დიდ ფეხბურთელად მაქცია და მისი ძალიან მადლობელი ვარ.

ჩვენ ხშირად გვისაუბრია ერთად მუშაობაზე სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჯერ ამაზე ფიქრი მესაჭიროება", - აღნიშნა პირლომ.

▶ ანდრეა პირლოს გაცილების მატჩში კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული