მაურო იკარდი: თუ "ინტერისთვის" უკეთესი იქნება - წავალ

AutoSharing Option
"ინტერის" თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ გუნდში დარჩენა-არდარჩენაზე ისაუბრა.

"ყოველ წელს ვიმეორებ: კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. თუ გუნდისთვის უკეთესი იქნება - დავრჩები, თუ არადა - წავალ.

მე მუდამ კლუბის და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ. სეზონის ბოლოს დავილაპარაკებთ", - განუცხადა მაურომ Sky Sport Italia-ს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნერიაძურის უნდა იკარდის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 160 მილიონ ევრომდე გაზარდოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული