კარლო ანჩელოტი "ნაპოლის" ჩაბარებას დათანხმდა

AutoSharing Option
იტალიური საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ დროებით უმუშევარი კარლო ანჩელოტი მზადაა, "ნაპოლის" მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი შეცვალოს.

А CalcioNapoli24-ი იტყობინება, რომ კვირას ანჩელოტის ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და კონტრაქტის ყველა დეტალზე მორიგდნენ.

კარლომ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა და ამჟამად მეუღლესთან კანადაში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული