La Stampa: გადაწყდა, მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" დარჩება

AutoSharing Option
იტალიურმა La Stampa-მ, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" მფლობელების, ანიელების ოჯახების საკუთრებაა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასიმილიანო ალეგრი "ბებერ ქალბატონში" რჩება.

გამოცდილი სპეციალისტი კლუბის მფლობელ ანდრე ანიელის შეხვდა და ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილი ორივე მათგანმა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ალეგრის მიწვევა ლონდონის "არსენალს" სურდა, თუმცა, როგორც ჩანს, "მეთოფეებს" სხვა ვარიანტებზე მოუწევთ გადართვა.

▶ ალეგრი: თუ არ გამათავისუფლეს, ალბათ, დავრჩები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული