"ნაპოლიმ" კარლო ანჩელოტის მწვრთნელად დანიშვნა იუწყა

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ოფიციალურად გამოაცხადა კარლო ანჩელოტის გუნდის მწვრთნელად დანიშვნა.

მას 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს.

58 წლის ანჩელოტიმ მაურიციო სარი შეცვალა, რომელიც დღეს გადააყენეს.

"გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, ანჩელოტის სეზონურ გასამრჯელოდ 6.5 მილიონი ევრო დაუნიშნეს.

კარლოს "ნაპოლის" მწვრთნელად დანიშვნა "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ მიულოცა:"დაბრუნებას გილოცავ, კარლო ანჩელოტი! სერია A-ში ჩვენი ფეხბურთის უძლიერესი ადამიანები მოდიან".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული