რობერტო მანჩინი: შესაძლოა, ერთ წელიწადში გავიდეთ საფრანგეთის დონეზე

AutoSharing Option
ნიცაში საფრანგეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხების (1:3) შემდეგ, კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა:

"ეს მატჩი გამოცდილების მიღებაში დაგვეხმარება. არავის არ უყვარს წაგება, გვქონდა მომენტები და შეგვეძლო ანგარიში 2:2 გაგვეხადა.

საუდის არაბეთისგან განსხვავებული თამაში გამოვიდა. ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. მთავარია, დებიუტანტები არ გამოიყურებოდნენ ურიგოდ.

ბუნებრივია, საფრანგეთსა და იტალიას შორის განსხვავებაა. შეიძლება, თუ ასევე გავაგრძელებთ, ერთი წლის შემდეგ მათ დონეზე გავიდეთ ან მივუახლოვდეთ.

სამწუხაროდ, ჯერ ფრანგები გვჯობნიან. მათ ფეხბურთელთა უფრი მდიდარი არჩევანი აქვთ. საფრანგეთის დონეზე გასასვლელად უნდა ვისწავლოთ, მაგრამ სწორ გზას
ვადგავართ".
მკითხველის კომენტარები / 3 /
Samgzis araa.italia 4gzis chempionia
Kaxa
19:30 02-06-2018
0
სამ გზის მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელი რომ ამას იტყვის მართლა ცუდად არის საქმე. სრული კაპიტულაციაა. პ.ს. აბა ჩვენ რაღა ვთქვათ :))
grisha
02:41 02-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული