ფილიპო ინძაგის დღეს "ბოლონიას" ჩააბარებენ

AutoSharing Option
იტალიური მედია გვამცნობს, რომ ფილიპო ინძაგი ქალაქ ბოლონიაში იმყოფება, სადაც დღეს ამავე სახელწოდების კლუბს ოფიციალურად ჩაიბარებს.

44 წლის მწვრთნელი რობერტო დონადონის ჩაანაცვლებს, რომელიც "რენატო დალარას" ბინადრებს 3 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა.

პიპო ბოლოს "ვენციას" წვრთნიდა, რომელიც სერია C-დან ამოიყვანა, მიმდინარე სეზონში კი სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის 1/2-ფინალურ სტადიაზე დამარცხდა.

ინძაგი ასევე ავარჯიშებდა "მილანის" 19-წლამდელთა და მთავარ კლუბებსაც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული