ოფიციალურად: "იუვენტუსმა" 7.5 მილიონ ევროდ ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
21 წლის ფორვარდი ანდრეა ფავალი კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

ახალგაზრდა ფორვარდი ბოლოს "ასკოლიში" ირიცხებოდა, რომელიც სერია B-ში გამოდიოდა.

ფავალი "იუვენტუსის" წევრი 2015/16 წლების სეზონშიც იყო და ამ კლუბის მაისური ერთ შეხვედრაშიც მოირგო.

ტურინელებმა "ასკოლის" 7.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ანდრეას კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

ფეხბურთელი მომავალ წელს განათხოვრებით, სავარაუდოდ, "კიევოში" გაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული