ახალგაზრდა ფორვარდი ბოლოს "ასკოლიში" ირიცხებოდა, რომელიც სერია B-ში გამოდიოდა.
ფავალი "იუვენტუსის" წევრი 2015/16 წლების სეზონშიც იყო და ამ კლუბის მაისური ერთ შეხვედრაშიც მოირგო.
ტურინელებმა "ასკოლის" 7.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, ანდრეას კი 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
ფეხბურთელი მომავალ წელს განათხოვრებით, სავარაუდოდ, "კიევოში" გაატარებს.