იტალიაში 2019 წლიდან აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალება

AutoSharing Option
იტალიაში 2019 წლის პირველი იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვა ამოქმედდება.

გამონაკლისი მხოლოდ იმ საკონტრაქტო ხელშეკრულებებს შეეხება, რომლის ვადა გვიან სრულდება. გარდა ამისა, აკრძალვა არ შეეხება სახელმწიფო ლატარიას და მის პროდუქტებს.

რეკლამის აკრძალვა ყველა პლატფორმაზე გავრცელდება - ტელევიზიაში, რადიოში და ინტერნეტსაიტებზე.

ქვეყნის არც ერთ სპორტულ კლუბს არ ექნება უფლება შესაბამის კომპანიებთან თანამშრომლობა და სპონსორული გარიგების დადების.

კანონის დამრღვევებს კი ჯარიმის სახით 50 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ. ჯარიმის თანხა კი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც აზარტული თამაშების მიმართ პათოლოგიურ ჩართულობას ებრძვის.

ამ დროისთვის სერია
A-ს კლუბების რაოდენობის ნახევარზე მეტი იმ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებიც აზარტულ თამაშებთან კავშირში არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული