გერმანელი მწვრთნელის უცნაური მოღვაწეობა იტალიაში...

AutoSharing Option
48 წლის გერმანელ სპეციალისტ ალექსანდრ ბლესინის სამწვრთნელო კარიერა იტალიურ "ჯენოაში" საინტერესოდ ვითარდება. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 6 შეხვედრა ჩაატარა, ყველა მატჩი ფრედ დასრულდა და მათ შორის 4 ერთნაირი ანგარიშით - 0:0. ერთი შეხედვით, უცნაურად ჟღერს, თუმცა მისი მოღვაწეობით გულშემატკივრები კმაყოფილები არიან...

ცუდი შედეგების გამო გენუელებმა მაროკოელი კონკო გაათავისუფლეს. მოთმინების ძაფი "ფიორენტინასთან" დიდი ანგარიშით (0:6) მარცხის შემდეგ საბოლოოდ გაწყდა. მართალია, ბლესინის ხელმძღვანელობით გუნდმა მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, თუმცა ცოტას უშვებს და მარცხის შეგრძნებაც დაავიწყდათ.

რაც შეეხება ბლესინის, ის"ლაიპციგის" ასაკობრივ გუნდებს ხელმძღვანელობდა. ამის
შემდეგ 2 წლის განმავლობაში ბელგიურ "ოსტენდეს" თავკაცობდა, ფეხბურთელობის დროს კი "შტუტგარტსა" და "ჰოფენჰაიმში" უთამაშია.

სერია A-ს მეცხრამეტეადგილოსანი "ჯენოა", სადაც კახა კალაძეც გამოდიოდა, უახლოეს შეხვედრაში (19 მარტს) "ტორინოს" უმასპინძლებს და საინტერესოა, ისევ ფრედ ხომ არ ითამაშებს?!

alt"მილანმა" "ნაპოლი" დაამარცხა და სერია A-ში გალიდერდა [VIDEO]

alt"შენი სახლი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია" - ფრანჩესკო ტოტის ისტორია: უარი "მილანსა" და "რეალს", უცვლელი სახლი და ამაყი ლეგენდარული კაპიტანი



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯენოა უკვე რამდენიმე წელია მიაქანება სერია ბ სკენ წელს კიდე გერმანელი კი არა მამაზეციერი ვერ უშველის
italiano
18:14 22-03-2022
0
უკვე 7 თამაში დაასრულა ფრედ და ფოტოზე ვინ არიან საერთოდ ? )))
ადრიანო
22:42 14-03-2022
0

სიახლეები პოპულარული