
სამწუხაროდ, დღეს "ნაპოლის" 2 ფეხბურთელს ზელინსკისა და ელმასს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ასევე, როგორც ცნობილია, "ბებერი ქალბატონის" რიგებშიც პირველადი ტესტირებით სტაფის 2 წევრს კოვიდ ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდათ.
მოგეხსენებათ, სერია A-ს ბოლო ტური რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ასე რომ, თუ "იუვენტუსის" რიგებიდანაც დადებითი პასუხი მიიღეს, რეალურია იტალიის ჩემპიონატის შეჩერება.