რონალდო "იუვენტუსშიც" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს- მთელი იტალია ტრანსფერის მოლოდინშია

AutoSharing Option
როგორც უკვე გაუწყეთ, "იუვენტუსის" გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა და სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მადრიდში გადაფრინდნენ "რეალის" თავდამსხმელის რონალდოს ტრანსფერის გასაჩარხად.

ტურინში კი უკვე დაიწყო რონალდოს 7-ნომრიანი მაისურების გაყიდვა. "ტუტოსპორტის" მტკიცებით, სწორედ თავის საყვარელ 7 ნომერს აიღებს კრიშტიანო "იუვეში". შეგახსენებთ, აქამდე ბიანკონერიში 7-ნომრიანი მაისურით ხუან კუადრადო თამაშობდა.

ისიც გახდა ცნობილი, რომ რონალდოს წლიური ხელფასი 30 მილიონი ევრო იქნება და აქედან 20 მილიონს ფეხბურთელს "ფერარი" გადაუხდის.

მას ტურინული კლუბი 100 მილიონად შეიძენს და პრეზენტაციის ჩატარებას 9 ივლისს გეგმავენ.

მოკლედ, მთელი იტალია ტრანსფერის
გამოცხადების მოლოდინშია.

altSportMediaset: ეს უკვე რეალურია - მაროტა მადრიდში გადაფრინდა. "იუვენტუსი" რონალდოს 9 ივლისს წარადგენს?


altAS: კრიშტიანო რონალდომ "იუვენტუსთან" ხელფასი შეათანხმა






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული