ანდრეა პირლომ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, ანდრეა პირლომ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო და ის "სკუადრა აძურაში" რობერტო მანჩინის ერთ-ერთი ასისტენტი იქნება.

აღნიშნული ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, თუ აპენინურ პრესას დავუჯერებთ, ეს გადაწყვეტილი ამბავია და ყოფილი ფეხბურთელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციას უკვე მოელაპარაკა.

პირლომ ბუცები ლურსმანზე 2017 წელს ჩამოჰკიდა, მისი ბოლო კლუბი კი ამერიკული "ნიუ-იორკ სიტი" გახლდათ.

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, პირლო "სკუადრა აძურაში" 2002-15 წლებში ასპარეზობდა და ამ დროში 116 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც 13 გოლის გატანა მოასწრო.

altკახა კალაძე ანდრეა პირლოს ფეხბურთიდან გასაცილებელ შეხვედრაზე

[VIDEO]

altანდრეა პირლო: ის საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი მიმუშავია

altანდრეა პირლო: იმ დღის შემდეგ კოშმარები მესიზმრებოდა და კარიერის დასრულებას ვფიქრობდი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული