ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ "ბებერ ქალბატონს" ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება მართლაც სურს.

მისი თქმით, "მილანთან" მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და "იუვენტუსი" გარიგებაში გონსალო იგუაინის ჩართვასაც აპირებს.

ტურინში დაბრუნება თავად გამოცდილ იტალიელ მცველსაც ძალიან სდომებია.

შეგახსენებთ, რომ ბონუჩი "მილანში" გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბის კაპიტანი გახდა. გავრცელებული ცნობით, მაშინ "იუვენტუსის" დატოვების მიზეზი კონფლიქტი გახდა.

altლეონარდო ბონუჩის "იუვენტუსში" სურს დაბრუნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული