ხავიერ ძანეტი: მესის ტრანსფერი? იმითაც კმაყოფილები ვართ, რომ მაურო იკარდი შევინარჩუნეთ

AutoSharing Option
"ინტერის" ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ძანეტის ლიონელ მესის შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს.

როგორც იცით, ამის შესახებ ჭორები კი "ნერაძურის" სპონსორ "პირელის" გენერალურმა დირექტორმა მარკო ტრონჩეტიმ გაახმოვანა.

მისი თქმით, თუ ჩინური კომპანია Suning-ი, რომელიც "ინტერის" მფლობელია, ამ ტრანსფერს მოისურვებს და მათ ამის საშუალებას ფინანსური ფეარ-პლეი მისცემს, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს.

"ეს აბსოლუტური სიგიჟეა და ხმები მის ტრანსფერთან დაკავშირებით სრული სიგიჟეა.

ჩვენ იმითაც კმაყოფილები ვართ, რომ მაურო იკარდი დარჩა. ის ნამდვილი პროფესიონალია და ორი წელია ჩვენი კაპიტანია", - აღნიშნა ძანეტიმ.

altსენსაციური ინფორმაცია: იტალიურმა პრესამ ლიონელ მესი

"ინტერს" დაუკავშირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული