მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" გასვლით შეხვედრაში, 19 აგვისტოს, კიევოში, "ვერონას" დაუპირისპირდება.
"მფრინავი ვირების" საშინაო არენა Stadio Marc'Antonio Bentegodi 40 000 ადამიანს იტევს და გავრცელებული ინფორმაციით, ის ბოლომდე შეივსება.
ვიცე-ჩემპიონი "ნაპოლი" რომს ესტუმრება და "ლაციოს" შეხვდება.
ტურინში ჩაატარებს გასვლით შეხვედრას "რომა", რომლის მეტოქეც "ტორინო" იქნება.
"მილანი" "სან სიროზე" "ჯენოას" მიიღებს, ლუჩიანო სპალეტის "ინტერი" კი "სასუოლოს" ესტუმრება.
მასიმილიანო ალეგრი: რომელ პოზიციაზე ითამაშებს რონალდო? სადაც მიჩვეულია