"ლაციომ" ერთ დღეში ორი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
რომის "ლაციომ" გვაუწყა, რომ კლუბმა ერთ დღეში ორი ტრანსფერი განახორციელა.

ამიერიდან, "ბიანკოჩელესტეს" ღირსებას 23 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ხუაკინ კორეა და 29 წლის ასევე ნახევარმცველი, ხორვატი მილან ბადელი დაიცავენ.

ეს უკანასკნელი ბოლოს ფლორენციის "ფიორენტინაში" ირიცხებოდა და "სტადიო ოლიმპიკოზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.

რაც შეეხება კორეას, "ლაციომ" მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღო. არგენტინელის ბოლო გუნდი "სევილია" გახლდათ.

alt"ლაციომ" 25 წლის ნახევარმცველი 7,5 მილიონ ევროდ დაიმატა

altჩირო იმობილემ "ლაციოს" ფანებს უთხრა, რომ კლუბში რჩება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული