იტალიის სერია D-ში გავარდნილი "ბარი" "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ჩააბარეს

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო კლუბი "ბარი", რომელიც გაკოტრდა და სერია D-ში დააქვეითეს, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ჩააბარეს.

გუნდს ბოლოს გალეტების ოჯახი ფლობდა, რომელიც გაკოტრდა, გუნდიდან კი ყველა ფეხბურთელი წავიდა.

ახლა "ბარის" იმ გზის გავლა მოუწევს, რომელზეც რამდენიმე წლის წინ "პარმა" იმყოფებოდა.

გასულ სეზონში "ბარი" იტალიის სერია B-ში მე-7 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც "ჩიტადელასთან" დამარცხდა.

altიტალიური საფეხბურთო კლუბი "ბარი" გაკოტრების გამო სერია D-ში დააქვეითეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული