იტალიური საფეხბურთო კლუბი "ბარი" გაკოტრების გამო სერია D-ში დააქვეითეს

AutoSharing Option
იტალიური საფეხბურთო კლუბი "ბარი" გაკოტრების გამო ქვეყნის რანგით მეოთხე, D დივიზიონში დააქვეითეს.

გუნდი "ლიდსის" მფლობელებს, ანდრე რადრიზანის და ადგილობრივ მეწარმეს, ფერდინანდო ნაპოლის უნდა ეყიდათ, მაგრამ დანიშნულ დრომდე ეს ვერ მოახერხეს და გარიგება ჩაიშალა.

"ბარის" მერს სურს, კლუბმა სერია D-ში ითამაშოს და მომავალში იტალიურ ელიტას დაუბრუნდეს.

გასულ სეზონში "ბარი" იტალიის სერია B-ში მე-7 ადგილზე გავიდა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც "ჩიტადელასთან" დამარცხდა.

altიტალიის სერია D-დან სერია A-ში დაბრუნებული "პარმა" შესაძლოა ისევ დააქვეითონ

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული