ვაქცინა რონალდოს წინააღმდეგ - "მილანის" ფანები იგუაინის ტრანსფერმა გაახარა და ჩემპიონობაზე აალაპარაკა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჩვენ იტალიის ჩემპიონობა შეგვიძლია", - ეს ის ფრაზაა, რომელიც "მილანის" რამდენიმე გულშემატკივარმა მათ საყვარელ კლუბში გონსალო იგუაინის გადაბარგების შემდეგ წარმოთქვა.

ამ ყველაფრის შესახებ კი პოპულარული გამოცემა Calciomercato წერს.

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ხვალ სამედიცინო შემოწმებას გავივლი და იმედი მაქვს, კონტრაქტს გავაფორმებ.

მინდა, "მილანის" ფანებს მივესალმო, მაგრამ არ დავივიწყო "იუვენტუსის" გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ.

გატუზოს უკვე ვესაუბრე. ხვალ კი, სამედიცინო შემოწმების გავლისა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლეონარდოსაც ვნახავ", - აღნიშნა იგუაინმა.

უკანასკნელი მე-9 ნომერი, რომელიც "იუვენტუსიდან" "მილანში" გადაბარგდა, ფილიპო ინძაგი იყო,
ვინც "როსონერის" ნამდვილ ლეგენდად იქცა.

ლომბარდიელთა ფანებმა იგუაინს უკვე უწოდეს ერთგვარი "ვაქცინა" კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ, რომელიც კლუბს ჩემპიონობისკენ წარუძღვება.

პიპიტა "მილანთან" ერთსეზონიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, რაც გუნდს 18 მილიონი ევრო დაუჯდება. "როსონერის" ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს 36 მილიონ ევროდ შეეძლება.

აქვე გეტყვით, რომ დღეს "მილანში" ელიან კიდევ ერთ ფეხბურთელ მატეა კალდარას, რომელიც ამ ტრანსფერის შემადგენელი ნაწილია.

ტურინის "იუვენტუსს" კი ლეონარდო ბონუჩი დაუბრუნდება.

altგონსალო იგუაინს ღამით მილანის აეროპორტში ჟურნალიტები და ტიფოზები დახვდნენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
მოაშორეთ რა ეს moleskine რეკლამა ვიდეოს მიმდინარეობისას!!!!!!!!!!!!!!!!
georgian
17:11 02-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული