"რომას" პრეზიდენტი ჯასტინ კლუივერტს: "ბარსელონაზე" არც იოცნებო, იქ არასდროს გაგიშვებ

AutoSharing Option
"რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ კლუბის ახალწვეულ ჯასტინ კლუივერტს "ბარსელონაში" არასოდეს გაყიდის.

ამას გარდა, ის ჰოლანდიელს დაჰპირდა, რომ 30 გოლის გატანის შემთხვევაში, "ლამბორჯინს" აჩუქებს.

"ჯასტინ კლუივერტს ვუთხარი, რომ "ლამბორჯინს" ვუყიდი, თუ ამ სეზონში 30 გოლს გაიტანს.

ის თუ 10 ბურთს შეაგდებს, მაშინ "მერსედესის" მფლობელი გახდება.

ვიცი, რომ ის "ბარსელონაზე" ოცნებობს და მისი მიზანი ამ კლუბში თამაშია, მაგრამ მას უკვე ვუთხარი, რომ ამაზე ფიქრს შეეშვას, რადგან "ბარსელონაში" არასდროს გავყიდი.

როგორც იცით, პალოტა "ბარსელონაზე" მას შემდეგაა გაბრაზებული, რაც კატალონიელებმა "ჯალოროსის" მალკომი
ცხვირწინ ააცალეს.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ კლუივერტი "რომამ" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "აიაქსიდან" დაიმატა და ის ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟია.

პატრიკი "ბლაუგრანას" ღირსებას 1998-2004 წლებში იცავდა.

alt"რომას" პრეზიდენტი: თუ ლეო მესის მოგვცემენ, "ბარსელონას" ბოდიშს მივიღებ

alt"რომა" "ბარსელონას" დატროლვას აგრძელებს - ჩვენ მაინც მესი გვსურს!

alt"რომამ" ჯასტინ კლუივერტი დაიმატა და ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული