"რომამ" ჯასტინ კლუივერტი დაიმატა და ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
"რომამ" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ამსტერდამის "აიაქსისგან" ჯასტინ კლუივერტი იყიდა.

"ჯალოროსის" 19 წლის ტალანტის გადმოსაბირებლად 20 მილიონი ევროს გაღება მოუწია.

როგორც იცით, ჯასტინი ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის ვაჟია და ის "აიაქსის" აღზრდილია.

"რომასთვის" ზაფხულში ეს მესამე ტრანსფერია. "მგლების" რიგები "პორტოდან" ივან მარკანომ,  ხოლო "ბენფიკადან" ბრაიან კრისტანტემ უკვე შეავსეს.

alt"რომამ" "მილანის" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა და ზაფხულში მეორე ტრანსფერი განახორციელა

მკითხველის კომენტარები / 1 /
Avtor da anke chorichi zagrebis dinamodan?
Tbiliseli
15:53 12-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული