ნაპოლის ტიფოზებს არ უნდათ საერთო ჰქონდეთ იდიოტ პრეზიდენტ დე ლაურენტისთან

AutoSharing Option
"ნაპოლის" გულშემატკივრებმა წერილი გაავრცელეს და აურელიო დე ლაურენტისს კლუბის პრეზიდენტად აღარ თვლიან.

"ამ წერილის მიზანია გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთობა დე ლაურენტისთან

ჩვენ არ გვაწყობს მისი დამოკიდებულება ფეხბურთთან. მას არ გააჩნია არანაირი გრძნობა, გარდა ფულის შოვნისა. ჩვენ გუნდს ყოველმხრივ გვერდში დავუდგებით, მაგრამ არ გვინდა არავითარი საერთო გვქონდეს იდიოტთან.

აღარ მოვითმენთ მის უაზრო გამოხტომებსა და პროვოკაციებს. აღარ მოვისმენთ ასეთ ფრაზებს:"გინდათ ჩემპიონობა, უქომაგეთ "იუვენტუსს" ან "არ მოგწონთ ჩემი მუშაობა? დაურეკეთ ჩინელებს".

არც ერთი ჩვენთაგანი აღარ მოიხსენიებს მას ჩვენს პრეზიდენტად".

ტიფოზები აგრეთვე დე ლაურენტისის მიერ
"ბარის" შეძენამ გააღიზიანა.

altიტალიის სერია D-ში გავარდნილი "ბარი" "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ჩააბარეს

altდე ლაურენტისი: რონალდოს ტრანსფერი ბანალური პიარია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული