სამხრეთამერიკელი მილანში დღეს ჩავა, ხვალ კი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.
"როსონერის" მისი შეძენა 14 მილიონი ევრო დაუჯდება, 3 მილიონს კი ბონუსების სახით გადაიხდის.
დიეგო ლაქსალტი ურუგვაის ნაკრების წევრია და მან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზა.
აღსანიშნავია, რომ ერთი პერიოდი ის "მილანის" მოსისხლე მტრის, "ინტერის" საკუთრება იყო, თუმცა "ნერაძურიში" თამაშის საშუალება არ მისცემია.
ის განათხოვრებული ჯერ "ბოლონიაში", შემდეგ კი "ემპოლიში"
შეგახსენებთ, რომ "მილანმა" ბოლო 3 დღეში ნახევარდაცვაში ორი ფეხბურთელი, სამუ კასტილეხო და ტიმეუ ბაკაიოკო უკვე დაიმატა.
"მილანმა" კიდევ ერთი გაცვლა დაასრულა - "როსონერიმ" მორიგი ნახევარმცველი დაიმატა
La Gazzetta Dello Sport: ჯენარო გატუზომ "მილანის" ახალი კაპიტანი შეარჩია
სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრა "მილანსა" და "ჯენოას" შორის შესაძლოა გადაიდოს