ადგილობრივი სპორტული გამოცემები კი არაერთი ჭორისა თუ სიმართლის შესახებ წერენ.
Sportall.ge "მილანის" შესახებ უკვე წერდა, რომელიც დღეს ერთ-ერთი გარიგების გაოფიციალურებას აპირებს.
"მილანმა" სუპერტრანსფერი განახორციელა? - "როსონერის" დღეს სამედიცინო შემოწმება აქვს ჩანიშნული
დიდი ამბებია "ინტერის" ბანაკშიც. "ნერაძურის" ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი არ გამოსდის, მაგრამ გაძლიერებას მაინც აპირებს.
ლუჩანო სპალეტის ალტერნატივად სამი ფეხბურთელი - რაფინია ("ბარსელონა"), ლეანდრო პარადესი ("ზენიტი") და ნიკო ბარელა ("კალიარი") ჰყავს.
იტალიური პრესა მოელის, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 12 საათამდე, "სან სიროს"
აღარავის დაიმატებს ტურინის "იუვენტუსი", დღეს კი ამ გუნდის ფანებისთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა:
"ბებერ ქალბატონში" გატარებული 25 წლის შემდეგ, კლაუდიო მარკიზიომ "იუვენტუსი" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
"იუვენტუსი" "პატარა პრინცს" დაემშვიდობა - 25-წლიანი ისტორია დასრულდა
შესაძლოა, ერთი ტრანსფერი კიდევ მოასწროს ზაფხულში სუპერაქტიურმა "რომამ". კლუბის სპორტულმა დირექტორმა მონჩიმ სტივენ ნ'ზონზის დამატების შემდეგ აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს ბოლო დამატებული ფეხბურთელი არ იყოსო.
დიდი ალბათობით, "ნაპოლიში" განაგრძობს კარიერას ვეტერანი ფორვარდი მარკო ბორიელო.
36 წლის თავდამსხმელი, რომელსაც თითქმის ყველა იტალიურ გრანდში აქვს ნათამაშები, ბოლოს "სპალში" ირჯებოდა, "სან პაოლოს" კი თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს.
"ტორინოს" გამოემშვიდობება და "სევილიაში" გადაბარგდება მბაიე ნიანგი, ვინც ერთი ხანობა "მილანშიც" კი ირჯებოდა.
სამაგიეროდ, ტურინელებმა გვაუწყეს, რომ "ნანტიდან" 25 წლის მცველი კოფი ჯიჯი დაიმატეს.
ვალტერ მაცარის კლუბის რიგებში გადაბარგდა 27 წლის ნახევარმცველი რობერტო სორიანოც, რომელიც ბოლოს "ვილიარეალში" თამაშობდა.
გენუის "სამპდორიამ" შეთანხმებას მიაღწია და "ლუიჯი ფერარისზე" გადაბარგდება იტალიელი ფორვარდი სიმონე ძაძა.
"მესტალიაზე" კევინ გამეიროსა და მიჩი ბაჩუაის მისვლის შემდეგ იტალიელი თავდამსხმელის შანსები შემცირდა. ამიტომაც მან კალჩოში დაბრუნება გადაწყვიტა, გენუელებმა კი მის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გადაიხადეს.
"ჯენოამ" "ნიუკასლიდან" იჯარით 26 წლის მაროკოელი მცველი აჩრაფ ლაზარი აიყვანა.
იჯარით ლევან მჭედლიძის "ემპოლიში" გადაბარგდა 24 წლის თურქი ნახევარმცველი სალიჰ უჩანი, რომელიც "ფენერბაჰჩეს" საკუთრებაა.
"უდინეზემ" გვაუწყა, რომ 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ანდერლეხტიდან" 27 წლის ფორვარდი ლუკაშ ტეოდორჩუკი დაიმატა.
Sky Sport Italia იუწყება, რომ დიდი შანსია, "ლივერპულის" ესტონელი მცველი რაგნარ კლავანი 2 მილიონი ევროს სანაცვლოდ "კალიარიში" გადაბარგდეს.