"მილანმა" სუპერტრანსფერი განახორციელა? - "როსონერის" დღეს სამედიცინო შემოწმება აქვს ჩანიშნული

AutoSharing Option
იტალიური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "მილანმა" "ლაციოსთან" შეთანხმებას მიაღწია და რომაელთა სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი "სან სიროზე" გადაბარგდება.

უფრო მეტიც, ადგილობრივი პრესის ცნობით, ლომბარდიელებს დღეს სამედიცინო შემოწმება აქვთ ჩანიშნული, თუმცა "როსონერის" ამის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია.

გავრცელებული ინფორმაციით, "მილანი" "ლაციოს" პირველ ეტაპზე 40 მილიონ ევროს გადაუხდის, მომავალ ზაფხულს კი საბანკო ანგარიშს 80 მილიონით კიდევ შეუვსებს, რითაც "არწივების" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

იტალიური პრესა ასევე იუწყება, რომ ლეონარდო და პაოლო მალდინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში კლუბის ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც
ბოლო დეტალებს აგვარებდნენ.

ლეონარდო აპირებს, წარსული გაიხსენოს და "როსონერის" ფანებს "MISTER X"-ის სახით საჩუქარი გაუკეთოს. სწორედ ასე იქცეოდა ის ადრიანო გალიანისთან ერთად მუშაობისას.

ყველაფერს კი ნათელი, წესით, დღეს უნდა მოიეფინოს. აქვე გეტყვით, რომ მილინკევიჩ-სავიჩი "ლაციომ" 2015 წელს ბელგიური "გენკიდან" შეიძინა.

alt"მილანის" ნახევარდაცვას ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი გააძლიერებს

altLa Gazzetta Dello Sport: ჯენარო გატუზომ "მილანის" ახალი კაპიტანი შეარჩია

altსანტიაგო ბერნაბეუს თასზე "რეალმა" "მილანი" 3:1 დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
120 mln ra ambavia... tan gaamartlebs tu ara kacma ae icus...
Irakli apkhaidze
11:27 17-08-2018
3

სიახლეები პოპულარული