მოულოდნელი გადაწყვეტილება სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს - "რომამ" კევინ სტროოტმანი გაყიდა

AutoSharing Option
"რომამ" გვაუწყა, რომ კლუბმა 28 წლის ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი "მარსელში" გაყიდა.

ფრანგული კლუბი, ჰოლანდიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს გადაიხდის.

სტროოტმანი "ოლიმპიკთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გავრცელებული ინფორმაციით, სეზონში 6-7 მილიონს გამოიმუშავებს.

მას "მარსელში" ყოფილი მწვრთნელი რუდი გარსია დახვდება, რომელთან ერთადაც იტალიაში მუშაობდა.

სტროოტმანი "რომაში" 2013 წელს პსვ-დან გადავიდა. ჰოლანდიელს თავდაპირველად ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა და იტალიური პრესა "ჯალოროსის" გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.

alt"ლივერპულის" გულშემატკივრის ცემისათვის "რომას" ფანს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
რას ერჩოდნენ სტროტმანს და ნაინგოლანს ვის დააყენებს ერთი მონჩი ძირითადში მაინტერესებს ალბათ პელეგრინის კარგი ბიჭია მაგრამ შემცვლელი ხომ დაჭირდება და მერე რას იზამენ ნეტა
ტოტტი
15:28 27-08-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული