გოლის აღნიშვნასაც შნო უნდა - "რომას" მწვრთნელ დი ფრანჩესკოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურში "რომა" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ატალანტას" (3:3) და მასპინძელთა გუნდის მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო საოპერაციო შეიქნა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ბერგამოელებმა პირველი ტაიმი მოულოდნელად 3:1 მოიგეს და დედაქალაქელებს ქულის გადასარჩენად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ჯერ ფლორენციმ გაქვითა ერთი გოლი, ხოლო შეხვედრის დასასრულს მანოლასმა ანგარიში გაათანაბრა.

ამან კი ისე გაახარა "ჯალოროსის" მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომ სათადარიგოთა სკამის ძელს ხელი დაარტყა, თითი მოიტეხა და ოპერაციის გაკეთება მოუწევს.

alt"ლივერპულის" გულშემატკივრის ცემისათვის "რომას" ფანს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული