ლუჩანო მოჯი: 33 წლის რონალდოს 112 მილიონად არ ვიყიდიდი

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, რომ 2003 წელს რონალდოს შეძენა შეეძლო.

"რონალდო - ეს კლუბის სპონსორის "ფიატის" ტრანსფერია. მე რონალდოს პირადი კონტრაქტი მაშინ გავუფორმე, როდესაც 18 წლის იყო. მაშინ "სპორტინგში" თამაშობდა. ვნახე და მეორე დილით კონტრაქტი გავუფორმე.

ტრანსფერი 5 მილიარდ იტალიურ ლირად შეფასდა, პლუს მარსელო სალასი, რომელსაც კომპენსაციის სახით 1 მილიარდი გადავუხადე, მაგრამ შემდეგ სალასმა "რივერ პლეიტში" გადასვლა გადაწყვიტა, რონალდო კი "მანჩესტერში" გადაბარგდა.

იმ დროს "იუვეში" რეალური კრიზისი იყო, ცენტიც კი არ გვქონდა. მარკეტინგის თვალსაზრისით ეს დიდებული ტრანსფერია.
მიუხედავად ამისა, 33 წლის რონალდოს 112 მილიონად არ ვიყიდიდი.

მე იგუაინს 50 მილიონად გავყიდიდი და მერე გავჩარხავდი რონალდოს ტრანსფერს".

altლუჩანო მოჯი: "იუვენტუსის" სატრანსფერო პოლიტიკა მაეჭვებს

altლუჩანო მოჯი: დამაბრუნეთ ფეხბურთში!

მკითხველის კომენტარები / 1 /
sheni nayidia moji ronaldio,ogond chrdilidan. sheni gamosvlis mere mices italias ligaze 4 adgili. magari xar.
nika
16:38 30-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული