იტალიური პრესა იუწყება, რომ "ტორინოს" ნახევარმცველი ადამ ლიაიჩი 1-წლიანი იჯარით "ბეშიქთაშში" გადავიდა.
26 წლის სერბი უკვე სტამბოლში იმყოფება და დღეს მას კლუბის ხელმძღვანელობა წარადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ კლუბს გარიგებაში უპირატესობა ექნება და მისი გამოსყიდვა შეეძლება.
ლიაიჩს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიც ფლორენციის "ფიორენტინა", მილანის "ინტერი" და "რომაა". ბოლოს ის "ტორინოს" ღირსებას იცავდა, სადაც 65 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ "ბეშიქთაშმა" იჯარით რამდენიმე დღის წინ "ლივერპულიდან" ლორის კარიუსიც დაიმატა.
13:15 31-08-2018
"ინტერისა" და "რომას" ყოფილი ფეხბურთელი "ბეშიქთაშში" გადავიდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული