ეს პორტუგალიელი ფეხბურთელის პირველი გოლებია "ბებერი ქალბატონის რიგებში", აქამდე ჩატარებულ 3 მატჩში მან მოედანი უგოლოდ დატოვა.
რონალდომ ორივე გოლი მეორე ტაიმში, 50-ე და 65-ე წუთებზე გაიტანა.
"იუვენტუსმა" მატჩი 10 კაცით დაასრულა, დუგლას კოშტამ 4 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და მეორე ტაიმის მეოთხე დამატებულ წუთზე მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
ამ გამარჯვებით "იუვე" ერთპიროვნულად ლიდერობს იტალიის ჩემპიონატს.
19 სექტემბერს იტალიური გუნდი ესპანეთს ეწვევა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს "ვალენსიასთან" გამართავს.
ვისი იდეა იყო კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი ტურინის "იუვენტუსში"?
რონალდოს გამო პაულო დიბალას "რეალში" უნდა გადასვლა