პაოლო მალდინი: "მილანი" "იუვენტუსისგან" ძალიან შორსაა

AutoSharing Option
"მილანის" ლეგენდა პაოლო მალდინი მიიჩნევს, რომ მისი მშობლიური კლუბი "იუვენტუსისგან" ჯერჯერობთ ძალიან შორს დგას.

"ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრა და ევროპა ლიგაზე კარგი ასპარეზობაა. ამიტომ "იუვენტუსისგან" ძალიან შორს ვართ. კარგი იდეები გვაქვს. აუცილებელია, მენტალიტეტს მივხედოთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც სწორი განვითარება სჭირდებათ", - განაცხადა პაოლო მალდინიმ.

მალდინი "როსონერის" სპორტულ დირექტორად რამდენიმე კვირის წინ დანიშნეს.

მიმდინარე სეზონში "მილანმა", ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით, 3 მატჩი ითამაშა, საიდანაც მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა.

alt"მილანის" დირექტორად პაოლო მალდინი დანიშნეს

altპაოლო მალდინი: ფეხბურთს მხოლოდ "მილანისა" და იტალიის

ნაკრების გამო დავუბრუნდები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული