ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ბონუჩის ჰკითხა: "ღალატისთვის ბოდიში როდის უნდა მოიხადო?" ლეონარდო კი მათი პატივისცემის დაბრუნებას თამაშით ცდილობს, რომელიც არცთუ ურიგოდ გამოსდის. იგი დაცვაში საუკეთესოდ თამაშობს, "იანგ ბოიზთან" კი პაულო დიბალას შესანიშნავი გადაცემა შეუსრულა.
"სტვენა, რომელიც ჩემი მისამართით ისმოდა, აპლოდისმენტებში გადაიზარდა. იმედი მაქვს, ფანები ჩემზე ისევ იმღერებენ, ისევე, როგორც ადრე. აქ ჩემი სახლია და მე ბედნიერი ვარ" - განაცხადა ლეონარდო ბონუჩიმ.
"იუვენტუსმა" "იანგ ბოიზი" ტურინში
ლეონარდო ბონუჩი: ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ მე "იუვენტუსში" დავბრუნდებოდი