ბერლუსკონიმ "მონცას" ფეხბურთელებს წვერის და საყურეების ტარება და ტატუების გაკეთება აუკრძალა

AutoSharing Option
"მონცას" ახალმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ ფეხბურთელების გარეგნობაზე ზრუნვა დაიწყო.

"ეს მხოლოდ იტალიელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდი იქნება. მათ თმის ნორმალური ვარცხნილობა ექნებათ. ქალაქში უკვე ვნახეთ პარიკმახერი, რომელიც მათ უფასოდ  გაკრიჭავს.

არანაირი წვერი, არანაირი ტატუები. საყურეების გაკეთების უფლებას არავის არ მივცემ.

ისინი ყველასათვის სამაგალითონი უნდა იყვნენ, მეტოქეს უხეშობისათვის ბოდიშს მოუხდიან, არბიტრებთან ჯენტლმენებივით მოიქცევიან.

თუ ავტოგრაფებს მოსთხოვენ, სახელსა და გვარს ნორმალურად დაწერენ. ყოველთვის იქნებიან სოლიდურად და მოდურად ჩაცმულები.

მინდა, თანამედროვე ფეხბურთში რაღაც ახალი დავინახო", - განუცხადა ბერლუსკონიმ Football Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი კაცი!ჯერ ადამიანებად გაზრდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს და უკვე შემდეგ ფეხბურთელებად.საბჭოთა კავშირის დროს,სავალდებულო იყო ფეხბურთელს პირგაპარსულს ეთამაშა და მაისური შორტში ჩატანებული ჰქონოდა,კიკინებს,საყურეებს და შეღებილ თმას კი მაშინ,არც არავინ ატარებდა და საერთოდაც ასეთი რამეები სამარცხვინოდ ითვლებოდა.კაცი ,კაცს უნდა ჰგვანებოდა.
სოსო
06 ოქტომბერი 2018 11:19
1
რა მაგარი კაცია 80 მეტისაა და როგორი ჯანსაღი აზროვნება ააქვს.
კახა
06 ოქტომბერი 2018 02:54
0
ვინ ყოფილა ახლა გამოპრუტუნებული
ბმბ
06 ოქტომბერი 2018 11:52
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული