"მონცას" ახალმა მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ ფეხბურთელების გარეგნობაზე ზრუნვა დაიწყო.
"ეს მხოლოდ იტალიელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ახალგაზრდული გუნდი იქნება. მათ თმის ნორმალური ვარცხნილობა ექნებათ. ქალაქში უკვე ვნახეთ პარიკმახერი, რომელიც მათ უფასოდ გაკრიჭავს.
არანაირი წვერი, არანაირი ტატუები. საყურეების გაკეთების უფლებას არავის არ მივცემ.
ისინი ყველასათვის სამაგალითონი უნდა იყვნენ, მეტოქეს უხეშობისათვის ბოდიშს მოუხდიან, არბიტრებთან ჯენტლმენებივით მოიქცევიან.
თუ ავტოგრაფებს მოსთხოვენ, სახელსა და გვარს ნორმალურად დაწერენ. ყოველთვის იქნებიან სოლიდურად და მოდურად ჩაცმულები.
მინდა, თანამედროვე ფეხბურთში რაღაც ახალი დავინახო", - განუცხადა ბერლუსკონიმ Football Italia-ს.