"ინტერმა" რომში "ლაციო" დაამარცხა, იკარდიმ დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-10 ტურში "ინტერმა" გასვლაზე "ლაციო" 3:0 დაამარცხა.

ნერიაძურიმ მილანურ დერბიში გამარჯვების შემდეგ "ლაციოსაც" მოუგო, ზედიზედ მეექვსე მატჩში იმარჯვა, იკარდიმ კი მიმდინარე ჩემპიონატზე 6 გოლი გაიტანა.

"ინტერმა" 22 ქულა დააგროვა, ბურთების უკეთესი სხვაობით "ნაპოლის" უსწრებს და მეორე ადგილზეა, "ლაციო" კი 18 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.

რომი. "ოლიმპიკო"
ლაციო - ინტერი 0:3
გოლები: 0:1 იკარდი (28), 0:2 ბროზოვიჩი (41), 0:3 იკარდი (70)

ლაციო: სტრაკოშა, რადუ (ბასტოსი 78), აჩერბი, მარუსიჩი, ლუის ფილიპე, ლულიჩი, ბადელი (გატალდი 34), პაროლო, მილინკოვიჩ-სავიჩი, კაისედო (კორეა 69), იმობილე

ინტერი:
ჰანდანოვიჩი, მირანდა, ვრსალკო, შკრინიაკი, პერიშიჩი, ასამოა, ვესინო (გალიარდინი 87), ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო (ბორხა ვალერო 57), იკარდი, პოლიტანო (ბალდე 88)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული