"ნაპოლიმ" "ემპოლი" გაანადგურა - ტრავმირებული მჭედლიძე განაცხადში არ იყო

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე 5:1 დაამარცხა "ემპოლი".

ჰეთ-თრიკი დრის მერტენსმა შეასრულა. "ემპოლის" თავდამსხმელს ლევან მჭედლიძეს ტრავმა არ მოურჩენია და განაცხადში არ იყო.

აღსანიშნავია, რომ ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა (54-46) სტუმრებს ჰქონდათ...

"ნაპოლი" 25 ქულით მეორე ადგილზეა, "ემპოლი" კი 6 ქულით მეთვრამეტეზე.

3 ნოემბერს "იუვენტუსი" "კალიარის" მასპინძლობს, "ინტერი" კი "ჯენოას".

ნეაპოლი. "სან პაოლო"
ნაპოლი - ემპოლი 5:1
გოლები: 1:0 ინსინიე (9), 2:0 მერტენსი (38), 2:1 კაპუტო (58), 3:1 მერტენსი (64), 4:0 მილიკი (90), 5:1 მერტენსი 90+3)

ნაპოლი: კარნეზისი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი,
მალკუი, ჰიუსაი, ზელინსკი (მილიკი 83), როგი (ალანი 63), რუისი (კალეხონი 63), დიავარა, მერტენსი, ინსინიე

ემპოლი: პროვედელი, სილვესტრე, ანტონელი, მაიეტა, დი ლორენცო, აკვა (ზაიცი 67), უჩანი (ლა გუმინა 79), კრუნიჩი (პასკუალი 68), ბენაკერი, ტრაორე, კაპუტო
მკითხველის კომენტარები / 1 /
მჭედლიძეს რომ ეთამაშა სხვა ანგარიში იქნებოდა.
maxo
21:27 04-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული