ბელგიელი ფეხბურთელის თქმით, ის ჩვეულებრივი ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტსაც ეწევა და ალკოჰოლსაც მიირთმევს, ეს მისი უფლებაა და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
"მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არა ისეთი, როგორც ბევრი მახასიათებს. ჩვეულებრივად ვსეირნობ ბნელ უბნებში, დავდივარ სუპერმარკეტებში, შემიძლია მშვიდად დავლიო და მოვწიო სიგარეტი. ამის უფლება ფეხბურთელს აქვს. როცა იტალიაში ჩამოვედით, თვეში ათას ევროს ვშოულობდი და ეს ჩემი ოჯახისთვის საკმაოდ ბევრი იყო. გადავწყვიტე, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის
30 წლის ფეხბურთელი მილანის "ინტერს" ზაფხულში "რომადან" შეუერთდა. ცუდი დისციპლინის გამო ის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა და მისმა თანამემამულეებმა ბრინჯაოს მედალი რაჯა ნაინგოლანის გარეშე მოიპოვეს.
იმედია, ჭკუას ისწავლის - ტრავმირებულმა ნაინგოლანმა მილანური ცხოვრება გართობით დაიწყო