ვეტერანი შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მალე "მილანში" ჩაირიცხება.
Goal-ის ცნობით, ის როსონერის ხელშეკრულების გაფორმებაზე შეუთანხმდა.
გამოცემის მტკიცებით, იბრაჰიმოვიჩს ლოს ანჟელესის "გალაქსიმ" კონტრაქტის გაწყვეტის პირობა მისცა.
მან ამ გუნდში 1 სეზონი იასპარეზა, 27 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ახალწვეულად აღიარეს.