მანჯუკიჩმა კარიერაში პირველი გოლი გაუტანა "ინტერს" და "იუვენტუსმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ინტერი" 1:0 დაამარცხა.

"იუვენტუსი" 43 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს, "ნაპოლის", რომელიც დღეს "ფროსინონეს" მასპინძლობს, 11 ქულით უსწრებს.

"იუვემ" 15 სასტარტო მატჩიდან 14 მატჩი მოიგო და ევროპის საუკეთესო 5 ლიგაში პსჟ-ს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

მანჯუკიჩმა კარიერაში 150-ე და "ინტერთან" პირველი გოლი (10 მატჩში) გაიტანა, მის ანგარიშზე იტალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 12 მატჩში 7 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ტურინი. "ალიანს სტადიუმი"
იუვენტუსი - ინტერი 1:0
გოლი: მანძუკიჩი (66)

იუვენტუსი: შესნი, დე შილიო, კანსელუ, ბონუჩი, კიელინი,
პიანიჩი (ჩანი 82), ბენტაკური, მატიუიდი, მანძუკიჩი, დიბალა (დუგლას კოსტა 72), რონალდო

ინტერი: ჰანდანოვიჩი, ვრსალკო, შკრინიაკი, მირანდა, ასამოა, ბროზოვიჩი, გალიარდინი (ბალდე 70), მარიუ (მარტინესი 77), პერიშიჩი, იკარდი, პოლიტანო (ვალერო 58)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული