ალეგრი: "ინტერს" მეორე ტაიმში მომენტი არ შევაქმნევინეთ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "ინტერის" დამარცხების (1:0) შემდეგ კომენტარი "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.

"პირველ ტაიმში "ინტერმა" პრობლემები შეგვიქმნა. ჟოაო მარიუს და გალიარდინის ნეიტრალიზებას ვცდილობდით. პირველ ტაიმში ჩვენ მეტი მომენტი შევქმენით.

შესვენების შემდეგ მანძუკიჩი მარცხენა ფლანგზე გადავიყვანე და დიბალა გაცილებით უკეთ ათამაშდა. ამან მეტოქეზე ზეწოლა გაზარდა. მეორე ტაიმში მილანელებს პრაქტიკულად მომენტი არ შევაქმნევინეთ, ჩვენი კი კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა.

პირველ ტაიმში ჩვენი შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარი ვაჩვენეთ.

ვიცოდით, ჩემპიონატი დღეს არ დასრულდებოდა, მაგრამ არ უნდა დავმარცხებულიყავით".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული