ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი აარონ რემსი დიდი ალბათობით იტალიაში გადაბარგდება.
Football Italia-ს ინფორმაციით, ფეხბურთელს მილანის "ინტერთან" სიტყვიერი შეთანხმება აქვს. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში რემსი თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკება შეუძლია.
უელსელის ხელფასი იტალიაში წელიწადში 6-7 მლნ ევრო იქნება.
გარდა ამისა, "ნერაძურის" მთავარი მწვრთნეი ლუჩანო სპალეტი მოითხოვს, რომ ფეხბუთელი ზამთარში შეიძინონ.
მიმდინარე სეზონში რემსის 21 მატჩი ჩაატარა, სადაც 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.